„დეზინფორმაცია და მასთან ბრძოლის ხერხები“ - ამ თემაზე კომუნიკაციების კომისიის მედიასკოლამ მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ორდღიანი სემინარი ჩაატარა. სასწავლო სემინარის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია, ტყუილის ფენომენისა და მისი ფორმების, ასევე ინფორმაციის და დეზინფორმაციის გავრცელების ისტორიის შესახებ. ისაუბრეს მოვლენის ფსიქოლოგიურ საფუძვლებზე და მათი განსხვავებული ფორმები კონკრეტული მაგალითებით განიხილეს.