„კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიებისთვის“ მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების შესაბამისად, UNESCO-მ თანამშრომელთა გადამზადება დაიწყო. გადამზადების პროგრამის მიზანია „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ შესაძლებლობათა გაძლიერება და UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის საიტების მართვის სპეციფიკის შესწავლა. ტრენინგი კონცენტრირებული იყო უშუალოდ UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის საიტების მართვის პრაქტიკაზე.