მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოს ნაკრების მიერ ბელგიის ნაკრების დამარცხებას ბრიუსელში არეულობა მოჰყვა. ფეხბურთის ათობით გულშემატკივარმა მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრია, პიროტექნიკა ისროლა და ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდა. პოლიციამ მათ დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცავების ცნობით, დაკავებულია 11 ადამიანი. ცნობისათვის, მაროკოსა და ბელგიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი მაროკოს სასარგებლოდ, ანგარიშით : 2:0 დასრულდა.