რუსთავში 20 წლის გოგო, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს. როგორც „პალიტრანიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე ერთი პირი უკვე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, დაშავებული ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომელია. დაკავებული კი, სავარაუდოდ, 18 წლის გოგოა.