თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმე იკითხება. როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა განუცხადა, საქმეში არსებული მტკიცებულებები ილიჩოვა მელაშვილის ბრალეულობას ადასტურებს. შეგახსენებთ რომ კარტოგრაფები 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალი საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებაში ედებათ. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და თავს პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ. მელაშვილი და ილიჩოვა 28 იანვარს 20 000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო სხდომიდან გაათავისუფლეს, საქმის განხილვა კი გრძელდება.