მონაზონზე განხორციელებული ძალადობასთან დაკავშირებით სამი ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკანასკნელ დღეებში მომხდარ სასტიკ დანაშაულებზე პასუხისმგებელობა „პრორუსულ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება, რომლებმაც დაუცველობა, შიში, სისასტიკე ცხოვრების წესად და ნორმად აქცია. პარტიების განცხადებით ძალადობა და ტყუილი „ქართული ოცნების“ მმართველობის მთავარი ნიშნებია. საზოგადოების დაყოფა და მუდმივი დაპირისპირება, კი ქვეყანაში ძალადობრივ ატმოსფეროს ქმნის. სამი პარტიის ხედვით ვითარების გაჯანსაღებისათვის აუცილებელია ქვეყანაში ფუნდამენტური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცვლილებები განხორციელდეს.