ქალაქ ვიშგოროდში რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა, დაშავებულია 42 მოქალაქე. დაშავებულთა შორის ექვსი ბავშვია. გრძელდება რუსეთის დარტყმები სუმის რეგიონზე, ასევე ზაპოროჟიეს, კრივოი როგისა და დონეცკის ოლქებზე. დაიღუპა სულ მცირე ორი ადამიანი.