კვიპროსის ჩემპიონატის მე12 ტურში ქართველების აპოელმა ომონიას უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა მეტოქე. აპოელის შემადგენლობაშ საქართველოს ნაკრების 3 ფეხბურთელი მურთაზ დაუშვილი, გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი გამოდიან. ქვილითაია და დვალი საკუთარი გუნდის სასტარტო შემადგენლობაშ იყვნენ და აპოელს გამარჯვებაში გოლებით დაეხმარნენ. ომონია 25-ე წუთზე 10 კაცით დარჩა, რითიც აპოელმა კარგად ისარგებლა და პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში ქვილითაიას გადაცემის შემდეგ დვალმა გახსნა. მეორე ტაიმში ქვილითაიამ თვითონაც შეძლო გოლის გატანა, ქართველმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა. გიორგის ტრავმის გამო 5 თვე გაუცდა. საბოლოოდ ქართველების გუნდმა 4:0 მოიგო. აპოელი 27 ქულით მეორე ადგილზეა, მათი შემდეგი მეტოქე კი 3 დეკემბერს ნეა სალამისი იქნება.