კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოს ნაკრებმა ბელგია 2-0 დაამარცხა და F ჯგუფში მეორე ადგილზე გადავიდა და ბელგიას გადაასწრო. პირველი შეხვედრის მსგავსად ევროპელებმა მეორე ტურის მატჩიც უღიმღამოდ ითამაშეს. წინა წლების ერთ-ერთ გამორჩეულ ნაკრებს 2022 წლის მუნდიალზე თითქოს არაფერი გამოსდის და გულშემატკივარს დამაჯერებელ თამაშს ვერ აჩვენებს. პირველი ნახევარში ბელგიელები უკეთ გამოიყურებოდნენ და რამდენიმე მომენტიც შექმნეს, თუმცა გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ, ხოლო მონაკო თავის შანს სტანდარტულებისა და კონტრ შეტევების დროს იღებდა. საბოლოოდ პირველი ტაიმის ბოლოს ზიეჩის საჯარიმოს გოლი მოჰყვა, თუმცა VAR-მა თამაშგარის გამო გოლი არ ჩათვალა. შეხვედრის მეორე ნახევარში მონაკომ ხარისხი გამოასწორა, მაღალი პრესინგი ითამაშეს და ბელგიელებს შეტევის განხორციელების საშილება აღარ მისცეს. 73-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა საბირიმ ჯარიმიდან ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, ბურთს ვერავინ შეეხო და ანგარიში გაიხსნა. ამის შემდეგ ბელგიამ სცადა სიტუაციის გამოსწორება, მაგრამ უშედეგოდ 92-ე წუთზე აფრიკელები სწრაფ კონტრ შეტევაზე გადავიდნენ ზიეჩის გადაცემის შემდეგ ზაქარიამ სხვაობა ორამდე გაზარდა და მატჩის საბოლოო ანგარიში 2:0 დააფიქსირა.