კატარში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებმა გერმანიასთან ფრე 1:1 ითამაშა. გერმნელებს სატურნირო ცხრილში პირველი თამაშის წაგების შემდეგ საკმაოდ მძიმე ვითარება ჰქონდათ, ამიტომაც აღნიშნულ შეხვედრის წაგება მათ ჯგუფში ჩარჩენასთან დაახლოებდა. შეხვედრის სტარტზე კარგი შანსი შეექმნა ესპანეთს, დანი ოლმოს დარტყმა მანუელ ნოიერმა მოიგერია და შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა. პირველი ნახევრის მიწურულს კი ჯარიმიდან ჩაწოდების შემდეგ გერმანიამ გოლის გატანა შეძლო, თუმცა VAR-მა ტონი რუდიგერის თავური თამაშგარის გამო არ ჩათვალა. მეორე ტაიმში გერმნელებმა აქტიურად დაიწყეს შეტევები, თუმცა გოლი საკუთარ კარში მიიღეს, შეცვლაზე შემოსულმა მორატამ ხორდი ალბას გადაცემითა შემდეგ ანგარიში გახსნა. ამან კი გერმნია ურთულეს მდგომარეობაშ ჩააყენა და ფლიკის გუნდი იძლუებული გახდა მასობრივ შეტევებზე გადასულიყვნენ, კარგი შანსი ჰქონდა მუსიალას, თუმცა მას სიმონმა აჯობა, საბოლოოდ კი ესპანეთის დაცვის შეცდომით ფულკრუგმა ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ კი შეხვედრა 1:1 დასრულდა.
ამ ჯგუფში კიდევ ერთი შეხვედრა იაპონიასა და კოსტა რიკას შორის გაიმართა და ფულერის ერთადერთი გოლის წყალობით ცენტრალური ამერიკის წარმომადგენლებმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოიგეს. ამ მომენტისათვის E ჯგუფში პირველ ადგილზე ესპანეთის ნაკრებია 4 ქულით. 3 ქულა აქვს მეორე ადგილოსან იაპონიას, რომელიც ბურთების უკეთესი შეფარდებით ჯობნის ასევე 3 ქულის მქონე კოსტა რიკას, ხოლო 1 ქულით ბოლო ადგილზე გერმანიის ნაკრებია, ამ ჯგუფში ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა.