თბილისის საქალაქო სასამართლოში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით განახლდება. პროკურატურა მელაშვილსა და ილიჩოვას საზღვრების დელიმიტაციის პროცესში საქართველოს ინტერესების საზიანო მოქმედებაში ადანაშაულებს. თავად ბრალდებულები თავს პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ.