Neflix-ი გაბრიელ გარსია მარკესის რომანის, „მარტოობის ასი წელიწადის“ მიხედვით სერიალს გადაიღებს. ინფორმაცია ამის შესახებ Neflix-ის YouTube-არხზე გავრცელდა.ვიდეოში წარმოდგენილია ქალაქ მაკონდოს დეკორაციები, სადაც რომანში აღწერილი მოვლენები ვითარდებოდა.UPI-ის ცნობით, სერიალის გადაღება კოლუმბიაში იგეგმება. სერიალზე მუშაობაში ჩართულები არიან მწერლის შვილები - როდრიგო გარსია და გონსალო გარსია.პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.