დღე, რომელიც მთელ მსოფლიოში Black Friday სახელითაა ცნობილი, უამრავ ადამიანს საშუალებას აძლევს, რომ საოცნებო ნივთი იაფად შეიძინოს და საახალწლო მზადება დაიწყოს...შავი პარასკევის“ მასიური გაყიდვები მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დროს - ნოემბრის მეოთხე პარასკევს იწყება. ეს ნიშნავს, რომ წელს შავი „პარასკევი“ 26 ნოემბერს იქნება. როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ამ დღეს დიდი ტრადიცია აქვს და უამრავ საინტერესო ამბავს შეიცავს.დავიწყოთ იმით, რომ „შავი პარასკევის“ ტრადიცია აშშ-ში, მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბდა. თარიღი შემთხვევით არ შეურჩევიათ - ეს მადლიერების დღის (რომელიც აღინიშნება ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს) მომდევნო დღეა. სწორედ ამ დღეს, საზეიმო აღლუმებზე გამოდიოდნენ თოვლის ბაბუები და ადამიანებს მოახლოებულ დღესასწაულამდე გრანდიოზული ფასდაკლებების შესახებ ამცნობდნენ.რა თქმა უნდა, ზეიმის დამთავრებისთანავე ყველა სავაჭრო ცენტრებისკენ გარბოდა და ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდებოდა - აღლუმებსაც და სანტა-კლაუსებსაც სავაჭრო ცენტრების მფლობელები აფინანსებდნენ და ასეთი განცხადებები წინასწარ შეთანხმებული იყო.ტერმინი „შავი პარასკევი“ სამოციან წლებში დამკვიდრდა - ფილადელფიის პოლიციამ შენიშნა, რომ ფასდაკლების დღეს ყველგან ქაოსი და არეულობა სუფევდა: ქუჩებში უზარმაზარი საცობები, სავაჭრო ცენტრებთან უსასრულო რიგები, უამრავი ინციდენტი და უბედური შემთხვევაა. სწორედ ასეთ არცთუ ისე სასიამოვნო ემოციებს იწვევდა პარასკევის ფასდაკლება პოლიციელებში.თუმცა სიტყვა „შავი“ სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელებს არ მოეწონათ და მის შეცვლას მთელი მონდომებით ცდილობდნენ. „შავი პარასკევის“ ნაცვლად, საზოგადოებას „დიდი პარასკევი“ შესთავაზეს და იდეის განხორციელებისთვის სარეკლამო სააგენტოც კი დაიქირავეს.ვაჭრების მცდელობის მიუხედავად, სხვა შტატებში „შავი პარასკევი“ გავრცელდა, ამიტომ სახელისთვის განსხვავებული მნიშვნელობის მინიჭება გადაწყვიტეს.ვაჭრები ამტკიცებდნენ, რომ მოგების თვალსაზრისით, ეს დღე მათთვის მართლაც შავია. დროთა განმავლობაში სახელთან დაკავშირებული უხერხულობა ყველას დაავიწყდა და ახლა „შავი პარასკევის“ ფასდაკლებებით ყველა მხარე ბედნიერია.