ლონდონის „ჰილტონის”| სასტუმროში პრესტიჟული დაჯილდოების ცერემონია Variety Club Showbusiness Awards 2022 გაიმართა. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი სტუმარი, ნაომი კემპბელი გახდა. ამ მნიშვნელოვანი დღისთვის 90-იანი წლების სუპერმოდელმა არჩევანი „ფენდის“ ულამაზეს ვერცხლისფერ ატლასის კაბაზე გააკეთა, რომელიც ბრენდის გაზაფხულ-ზაფხულის კოლექციაშია შესული. კაბას ასევე ატლასის, ვერცხლისფერი ტონალობის პიჯაკი ჰქონდა შეხამებული.52 წლის ნაომიმ ღონისძიება საპატიო პრიზიც მიიღო მოდის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ეს ჯილდო ბრიტანული „ვოგის“ ხელმძღვანელს, ედვარდ ენინფულსაც ერგო.