პოლიტიკური პარტიები სახალხო დამცველის საერთო კანდიდატურაზე შეთანხმებას ისევ უშედეგოდ ცდილობენ. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პროცესს სრულ უნდობლობას უცხადებს და მმართველ პარტიას პროცესის გაჭიანურებაში სდებს ბრალს. სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის აზრით, ქართული ოცნება დემოკრატიული პროცესის ილუზიას ქმნის, სინადმვილეში კი ომბუდსმენიოს პოსტზე მისთვის სასურველი კანდიდატის გაყვანას ცდილობს.