ციციშვილის კლინიკის პედიატრის, მაია ჩხაიძის განცხადებით, სტაციონარში და ამბულატორში, ბოლო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის ვირუსით ინფიცირებული ადამიანები მიმართვიანობა მაღალია. მისი თქმით ქვეყანაში სხვადასხვა ვირუსი ცირკულირებს და მათ შორისა კორონავირუსიც. ჩხაიძის ინფორმაციით, ავადობის დაახლოებით 20 პროცენტი სწორედ კორონავირუსზე მოდის. გაზრდილი მიმართვიანობის ფონზე მედიკოსები რეკომენდაციაა, რომ გავრცელებული ვირუსების თავიდან ასაცილებლად, საზოგადოება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აქტიურად აიცრას.