დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშის მიხედვით, დონეცკის სამხრეთ-ცენტრალურ პროვინციაში ბრძოლისას, რუსულმა ძალებმა დიდი დანაკარგები განიცადეს. ანგარისში ნათვქამია, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი შეძლებს საკმარისი ხარისხის მქონე ძალების კონცენტრირებას ოპერატიული გარღვევის მისაღწევად ამ მხარეში. მათივე ცნობით, უკრაინის რამდენიმე ქალაქში ბოლო ორ კვირაში „ინტენსიური ბრძოლა“ მიმდინარეობდა, რომლის შედეგადაც მცირე ტერიტორიული ცვლილებები დაფიქსირდა. უწყების განცხადებით, რუსმა სამხედრო-საზღვაო ქვეითებმა დიდი დანაკარგები განიცადეს.