ჩაერთვება თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობსითვის ბრძოლაში ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი. პარტიის ყოფილი წევრი აცხადებს, რომ საკითხზე ამ დრომდე ფიქრობს და არ გამორიცხავს, რომ საკუთარი კანდიდატურა უახლოეს პერიოდში წამოაყენოს. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, პროცესმა შესაძლოა კომიკური სახე მიიღოს და საზოგადოებამ პოლიტიკური კლოუნადა იხილოს. მისივე განმარტებით პარტია ამ გამოწვევებსა და მოქმედებებსაც გაუძლებს და პროცესის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ძლიერი გუნდით წარსდგება.