მონაზონი, რომელსაც ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში ფიზიკურად გაუსწორდნენ, თბილისში, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. ის თბილისში გუშინ გადმოიყვანეს. უკვე მეორე დღეა კავკასიის მედიცინის ცენტრში პაციენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარს პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე არ აკეთებენ. ცნობისთვის, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში, 25 ნოემბერს, ორი პირი შეიჭრა. ისინი მონაზონს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცავებმა მომხდარზე წარსულში ნასამართლევი 2 მამაკაცი დააკავეს.