დონეცკის სამხრეთ-ცენტრალურ პროვინციაში ბრძოლისას, რუსულმა ძალებმა დიდი დანაკარგები განიცადეს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი შეძლებს საკმარისი ხარისხის მქონე ძალების კონცენტრირებას ოპერატიული გარღვევის მისაღწევად ამ მხარეში, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირდება.
მათივე ცნობით, უკრაინის ქალაქ პავლივკასა და ვუჰლედარის მიმდებარედ, ბოლო ორ კვირაში „ინტენსიური ბრძოლა“ იყო, მაგრამ მცირე ტერიტორიული ცვლილებები დაფიქსირდა.
უწყების განცხადებით, რუსმა სამხედრო-საზღვაო ქვეითებმა დიდი დანაკარგები განიცადეს.