ამერიკელი მსახიობისა და მომღერლის, მერილინ მონროს საქორწილო კოსტიუმი აუქციონზე გაიყიდება. ამის შესახებ გამოცემა TMZ წერს.
თეთრი ბეწვის საყელოს მქონე ყავისფერი კოსტიუმი-ორეული, რომელიც ქურთუკისა და ქვედაბოლოსგან შედგება, მერილინს 1954 წლის იანვარში, ბეისბოლის მოთამაშე ჯო დი მაჯიოსთან ქორწილში ეცვა, აუქციონ Gotta Have Rock and Roll-ზე გაიყიდება. ლოტის სასტარტო ღირებულება 1,5 მილიონი დოლარია.
აღსანიშნავია, რომ მსახიობმა კოსტიუმი ნიუ-იორკში ერთ-ერთ მაღაზიაში იყიდა, ქორწილის შემდეგ კი პირადი ფოტოგრაფის, მილტონ გრინის სიდედრს აჩუქა.