ჩინეთის სინ ძიანის რეგიონში, კორონავირუსის გავრცელების გამო გამოცხადებული „ლოქდაუნის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები დაიწყო. პროტესტი მაღალსართულიან შენობაში გაჩენილ ხანძარს მოჰყვა, რომელსაც 10 ადამიანი ემსხვერპლა. მოსახლეობა აცხადებს, რომ მოქალაქეებმა შენობის დროულად დატოვება იმის გამო ვერ შეძლეს, რომ ის ნაწილობრივ ჩაკეტილი იყო, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება ბრალდებას უარყოფს. ჩინეთმა სინ ძიანის რეგიონში ხანგრძლივი „ლოქდაუნი“ გამოაცხადა. 4-მილიონიანი ქალაქის, მოსახლეობის დიდ ნაწილს საცხოვრებელი ადგილის დატოვება 100 დღით აეკრძალათ.