უნგრეთის პრეზიდენტი კატა ლინ ნოვაკი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავა. უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ ეს ქვეყანაში უნგრეთის მაღალჩინოსნის პირველი ოფიციალური ვიზიტი იქნება. უნგრული მედიის ინფორმაციით, ნოვაკი უკრაინაში ვიზიტით პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით მიემგზავრება. კატალინ ნოვაკი კიევში პოლონეთის გავლით, მატარებლით გაემგზავრება. შეგახსენებთ რომ 23 ნოემბერს უნგრეთის მთავრობამ პირველად გამოაცხადა, რომ უკრაინას დახმარების სახით 187 მილიონ ევროს გამოუყოფს.