ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, უკრაინის უმაღლესი რადას მუდმივი დელეგაცია, ორგანიზაციის მუშაობას ბოიკოტს უცხადებს, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ ორგანიზაციას არ სურს რუსეთის წარმომადგენლების გაძევება. უკრაინის დელეგაციის წევრების განცხადებით უკრაინის ბოიკოტი იქამდე გაგრძელდება, სანამ საერთაშორისო ორგანიზაცია არ ჩამოაყალიბებს თავის დამოკიდებულებას მასში პროპაგანდისტულ-ტერორისტული სახელმწიფოს წარმომადგენლების მონაწილეობის შესახებ.