საფრანგეთმა უკრაინას 100 მძლავრი გენერატორი გაუგზავნა. საუბარია 50-100 კილოვატის სიმძლავრის გენერატორებზე, ერთ გენერატორს ათობით ბინის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა შეუძლია. საფრანგეთის საგარეო უწყების ცნობით, გენერატორები უკვე გზაშია და უკრაინის ხელისუფლებას უახლოეს დღეებში გადაეცემა. რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, კამპანია „იმედის გენერატორების“ დაწყების შესახებ განაცხადა, რაც ელეტროენერგიის გარეშე დარჩენილი უკრაინელების გენერატორებით მომარაგებას გულისხმობს.