უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ასახულია, როგორ ებრძვიან უკრაინელები რუსეთის მიერ ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების შედეგებს.
ვიდეოში ჩანს თავდასხმების შედეგები და კიევის ბნელი ქუჩები.
„ხედავთ სიბნელეს? მაგრამ ეს არ არის სიბნელე. სიბნელე აქ ვერ მოვიდა. ის აქ არ შემოუშვეს, რადგან აქ სინათლე ცხოვრობს. მას იცავენ ისინი, ვინც იცის, რომ სიბნელეს შანსი არ აქვს“, - წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, „ვიდეო ეძღვნება ყველა იმ ადამიანის ხსოვნას, ვინც სიცოცხლე გაწირა სინათლის დასაცავად“.