საქართველოს მელიორაცია წყალუზრუნველყოფილი ფართობების გაზრდის მიზნით, ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ატარებს. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ალგეთის წყალგამტარის 1,4 კმ სიგრძის ავარიული მონაკვეთი სრულად განახლდება; შედეგად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 6 სოფლის 800 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება. პროექტის ღირებულება 3 მლნ ლარზე მეტია. მიმდინარე სამუშაოები „საქართველოს მელიორაციის” გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.