„ტყე ჩვენი მეგობარია“- ანიმირებული მანგას პრემიერა კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართა. ფილმი ადამიანსა და ბუნებას შორის ჰარმონიასა და მშვიდობაზეა აგებული. ახალი ანიმაციური ფილმის სიუჟეტი გაეროს განვითარების პროგრამის, იაპონიის საელჩოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით შეიქმნა. ანიმაციური ფილმი კლასიკური იაპონური მანგას მოდელზე შექმნილი . მასში მოთხრობილია ფანტასტიკური მძაფრსიუჟეტიანი ამბავი საკუთარი თავის ძიებაზე, ბრძოლასა და მეგობრობაზე.