ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებს დამოუკიდებელი დეპუტატები ეხმაურებიან. ისინი ფემიციდის ფაქტებს საგანგაშოს უწოდებენ და ამბობენ, რომ დანაშაულის შესამცირებლად სახელმწიფო შესაბამის ნაბიჯებს არ დგამს. დეპუტატები გამოსავალს საკანონმდებლო ცვლილებებსა და საგანმანათლებლო კამპანიებში ხედავენ, რომელიც საზოგადოების ცნობიერებას მნიშვნელოვნად აამაღლებს.