რესპუბლიკის მოედანზე ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობა გამართეს. “ თანხმობის არარსებობა გაუპატიურებაა!“, სწორედ ამ ლოზუნგით მოითხოვდნენ აქციის ორგანიზატორები საქართველოს კანონმდებლობის ცვლილებას. მათი განცხადებით შეუძლებელია ქალების სქესობრივი დანაშაულისგან დაცვა დღევანდელი არსებული კანონით.