არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ხელისუფლებას მოუწოდებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, შემდგომი მკურნალობის საკითხზე მსჯელობისას ექსპერტთა დასკვნებში მითითებული ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიხედვით იხელმძღვანელოს და არა პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით. ამის შესახებ ორგანიზაციების საერთო განცხადებას „ღია საზოგადოების ფონდი“ ავრცელებს. შეგახსენებთ რომ, ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია და საჭიროებს მყისიერ რეაგირებას. ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის დამძიმებას ადასტურებენ ვიზიტორებიც. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ხაზს უსვამენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს პრეზიდენტი.