აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანს არ სურს საფრანგეთი მონაწილეობას იღებდეს სომხეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში და 7 დეკემბერს, ბრიუსელში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან დაგეგმილ ოთხმხრივ შეხვედრას აუქმებს. ალიევის თქმით, ემანულ მაკრონი “თავს დაესხა” და “შეურაცხყოფა მიაყენა” ბაქოს და შუამავლის როლში ის არ უნდა გამოდიოდეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის აზრით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ამ ნაბიჯით მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპის ჩაშლას ცდილობს.