დღეს ირანსა და უელსს შორის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრა გაიმართა, ირანმა უელსი 2:0 დაამარცხა. წინა შეხვედრაში ირანელმა ფეხბურთელებმა თავიანთ ქვეყენაში მიმდინარე პროცესების წინააღმდეგ პროტესტი გამოთქვეს და ჰიმნი არ შეასრულეს. ირანის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კარლუშ კეირუში, რომელმაც მატჩის წინა პრესკონფერენცია, მას შემდეგ დატოვა, რაც BBC-ის ჟურნალისტმა ირანში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე კითხა, კეირუშმა ოთახის დატოვებისას მედიის წარმომადგენელს კითხვით მიმართა, თუ რატომ არ უსვამენ კითხვას სხვა მწვრთნელებს და რას ფიქრობენ ინგლისსა და შეერთებულ შტატებზე, რომლებმაც ავღანელი ქალები მარტო დატოვეს.