ქართული რაგბი და “თიბისი” საერთო მიზნის გარშემო ერთიანდება - მხარეებს შორის პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, 2027 წლამდე “თიბისი” რაგბის განვითარებას მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს და პატნიორობის ჩარჩოს თავად განსაზღვრავს. შეთანხმებას ხელი “თიბისის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ მოაწერეს. ისინი ვარაუდობენ, რომ განახლებული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს რაგბის საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაციასა და ერთობლივი სოციალური პროექტების წარმატებით განხორციელებას.