პარლამენტის ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას უერთდებიან და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, კანონმდებლობაში გაუპატიურების განმარტება ცივილიზებული სამყაროს მიერ დაწესებულ სტანდარტებს შეუსაბამონ. ამ თემაზე განცხადება პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე “ლელოს” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა, რომელსაც უერთდებიან დეპუტატები: ხატია დეკანოიძე, ანა ბუჩუკური, ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია. მათი განცხადებით, ფემიციდთან საბრძოლველად მხოლოდ ცალკეული უწყებების მუშაობა არაა საკმარისი, რადგან საბოლოოდ მუშაობაც წყალში იყრება, როდესაც საკითხს უმაღლესი პოლიტიკური მხარდაჭერა არ აქვს.