თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთლის სასამართლო პროცესი ე.წ.ი ფულის გათეთრების საქმეზე გაიმართა. დღევანდელ პროცესზე ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა კახა წერეთელმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, სადაც აღნიშნა რომ სასამართლოს მიერ წარდგენილი ბრალდება აფსურდულია. ბრალდებულების განცხადებით თავიდანვე ნათელი იყო რომ ეს პროცესი პოლიტიკური დევნა იყო, რადგან აღნიშნულ საქმეს არც ბრალდებული და არც მომჩივანი არ ჰყავს. რაც შეეხება საქმის პროკურორს, არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ უნდა სცნოს ბრალდებულები, რომლებსაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში წვლილი მიუძღვით.