ნატო-ს გენერალური მდივანი ამბობს, რომ საქართველო ღირებული პარტნიორია და ის რუსეთის მხრიდან ჩარევის სამიზნეა, სწორედ ამიტომ იენს სტოლტენბერგი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საფუძველზე, მხარდაჭერის გაზრდაზე საუბრობს. მან დააანონსა, რომ საქართველოსთან ერთად, მომავალ კვირას ბუქარესტში, საგარეო საქმეთა მინისტრები რუსულ აგრესიაზე იმსჯელებენ.