მამაკაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილ ცოლს საწვავი შეასხა, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდა, ხოლო ფაქტის დროს თავადაც დაშავდა, ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მისი მდგომარეობა მძიმეა. მას სხეულის 70% აქვს დამწვარი. შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ქალი კი ადგილზე გარდაიცვალა.