სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კონსულტაციები იმართება. შეხვედრა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის სამუშაო კაბინეტში დღეს დაიწყო. მხარეები სახალხო დამცველობის საერთო კანდიდატზე შეთანხმებას შეეცდებიან, რომლის ასარჩევად სულ მცირე 90 ხმაა საჭირო.