რუსეთის მიერ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის განხორციელების შედეგად, უკრაინის დედაქალაქ კიევის დაახლოებით 50% ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, - ამის შესახებ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება. მათივე ცნობით, წყლის მიწოდება სრულად აღდგენილია და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ეკიპაჟები სწრაფად მუშაობენ ქალაქში გათბობის სისტემის აღსადგენად. ცნობისათვის, ოთხშაბათს რუსეთის მიერ კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე განხორციელებულმა თავდასხმამ უკრაინის ელექტროსადგურების უმეტესობის დროებითი გათიშვა გამოიწვია, რის შედეგადაც, მოსახლეობის უმრავლესობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.