სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვა დაასრულა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვით ისარგებლეს. ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ითხოვენ რუსთი 2-ის 60 პროცენტს, თუმცა მათ ადვოკატის სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ აქვთ. სააპელაციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება კი 14 დეკემბერს გახდება ცნობილი.