როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექსპერტები ყოფილი პრეზიდენტის ორგანიზმში მძიმე მეტალების აღმოჩენაზე ალაპარკდნენ. მმართველი პარტია ცენტრ ემპათიას უნდობლობას უცხადებს და მარიამ ჯიშკარიანს მიკერძოებაში სდებს ბრალს. საპარლამენტო უმრავლესობა სააკაშვილის პატიმრობის 13 თვის თავზე არ გამორიცხავს რომ ზურაბიშვილმა ის შეიწყალოს. ხელისუფლების ოპონენტები კი ფიქრობენ რომ პრეზიდენტი საკუთარი უმუქმედობით სიტუაციას კიდევ უფრო მეტად ამწვავებს.