საქართველოში მსესხებლების 11%-ზე მეტს ვადაგადაცილება უფიქსირდება. „კრედიტინფოს“ 2022 წლის ოქტომბრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 219 ათასზე მეტ მსესხებელს უფიქსირდება. საერთო ჯამში, ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი მილიონ 899 ადამიანს აქვს, ჯამში 37 მილიარდ 943 მლნ ლარის მოცულობის. აღსანიშნავია, რომ მსესხებლების თითქმის 85% საბანკო სექტორზე მოდის. ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების კრედიტორი 700 812 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი თითქმის 3 მლრდ ლარს აღწევს. ხოლო სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან სესხი 22 ათას 400 ადამიანს აქვს აღებული.