საქართველოს მთავრობა უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება და განცხადებას ავრცელებს სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამ მიმართულებით კოორდინირებული და კომპლექსური მიდგომით მუშაობას. განცხადებაში აღნიშნულია რომ ძალადობის დაძლევის აუცილებელი წინაპირობაა საზოგადოების ცნობიერების, მგრძნობელობისა და თანამშრომლობის ჩარჩოების გაზრდა. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, კამპანიას მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია აღნიშნავს.