საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთის მუდმივი თავდასხმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მილიონობით უკრაინელისთვის დამანგრეველ ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევს. ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“ წერს.
„ეს მიუღებელი ომის დანაშაულებებია, რომელთა სამიზნეც მშვიდობიანი მოსახლეობაა. საქართველო განაგრძობს მტკიცე და ძლიერი უკრაინელი ხალხის თანადგომას“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.