უკრაინის თავდაცვის ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ ზელენი იარში რუსი ოკუპანტების ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებს ცეცხლი გაუხსნეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, დაიღუპა 20 და დაიჭრა 15-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი, ასევე განადგურდა რუსების კუთვნილი საბრძოლო ტექნიკა.
უწყებაში აცხადებენ, რომ ოკუპანტები აგრძელებენ მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენას. მაგალითად, ზაპოროჟიეს ოლქის მოსტოვოეს დასახლებულ პუნქტში, რუსი სამხედროები აიძულებენ ადგილობრივ მოსახლეობას, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად, ხელახლა გააფორმონ უძრავი ქონებისა და მიწის საბუთები. უარის შემთხვევაში ემუქრებიან „ნაციონალიზებით“ ანუ უბრალოდ ამ უძრავი ქონების წართმევით.
გენშტაბის ცნობით, ფრონტზე ვითარებას კვლავ უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ.