საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, კიშინეუში ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი დონის შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრობა და პარტნიორობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რაც საერთო გამოწვევებისა და მიზნების გათვალისწინებით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
უწყების ცნობით, მხარეები ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებას მიესალმნენ, რომელმაც მოლდოვასა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი სრულად ახალ ეტაპზე გადაიყვანა. ასევე, გაცვალეს ინფორმაცია ევროკომისიის რეკომენდაციათა შესრულების მიმდინარეობის თაობაზე.