ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ NBA-ში მორიგი შეხვედრა ჩაატარა და თავისი გუნდის შემადგნელობაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ბოლო პერიოდში ახალგაზრდა კალთბურთელს მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა, ამ შემთხვევაში კი გოგამ პარკეტზე 15 წუთი გაატარა. 4 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა. ბითაძე ერთადერთი კალათბურთელი იყო თავის გუნდის შემადგენლობაში, რომელსაც მარგი ქმედების კოეფიციენტი დადებითი ჰქონდა. აღსანიშნავია ისიც, რომ როდესაც გოგა პარკეტზე იყო მისმა გუნდმა სტუმრებზე 1 ქულით მეტი ჩააგდო.
ინდიანას 17 შეხვედრაში 10 გამარჯვება აქვს და მე-5 ადგილზეა. ბითაძის გუნდი შემდეგ შეხვედრას 26 ნოემბერს ბრუკლინ ნეტსთან გამართავს.