26 ნოემბერს გორში ძიუდოს ჩემპიონთა ლიგა გაიმართება. საქართველო ამ ღონისძიებას პირველად მასპინძლობს და ტურნირზე სამი გუნდით წარსდგება. გასული წლის ბრინჯაოს მედალოსანი გოლდენ გორი შემდეგი შემადგენლობით წარსდგება ტატამზე: ვაჟა მარგველაშვილი (66), ლაშა შავდათუაშვილი (73), ვლადიმერ ახალკაცი (81), ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე (ორივე – 90) და გელა ზაალიშვილი (+90). მებრძოლის სახელით იჭიდავებენ: გიორგი თუთაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი (ორივე – 66), გიორგი ჩიხელიძე (73), ფრიდონ გიგანი, ტატო გრიგალაშვილი (ორივე – 81), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან გუგავა, უშანგი მარგიანი, ლაშა ბექაური (ყველა – 90), ვარლამ ლიპარტელიანი, გურამ თუშიშვილი, ონისე სანებლიძე (ყველა +90). ხოლო არეას სახელს გორში თენგო ზირაქაშვილი, გიორგი სარდალაშვილი (ორივე – 66), გიორგი ტერაშვილი, ვახტანგ პავლიაშვილი (ორივე – 73), გიორგი შერაზადიშვილი (81), სოსო ებილაშვილი, ნიკა ხარაზიშვილი (ორივე – 90), საბა ინანეიშვილი, შალვა გურეშიძე (ორივე +90) დაიცავენ.
ქართველების გარდა არაერთი ვარსკვლავი ჩამოვა საქართველოში, უკვე გორში ემზადება ძიუდოს ლეგენდა ტედი რინერი, რომელიც საქართველოში პირველად იჭიდავებს, ასევე ტურნირზე გამოვლენ აზერბაიჯანელი საეიდ მოლაი, იტალიელი მანუელ ლომბარდო, უზბეკი დავლატ ბობონოვი, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკო შერაზადაშვილი და უკრაინელი დარია ბილოდიდი.
ძიუდოს ჩემპიონთა ლიგა გორის სპორტის სასახლეში 10:00 საათზე აიღებს სტარტს და მასზე დასწრება უფასოა.