საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტების მესამე რაუნდში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა უელსის წინააღმდეგ. ლევან მაისაშვილის ნაკრებმა კარდიფში მილენიუმზე დრაკონები 12:13 დაამარცხა. არაერთმა ავტორიტეტულმა გამოცემამ ქართველების შედეგს ისტორიული უწოდა და ბორჯღალოსნებიც გამოარჩია. სანდრო თოდუას ლელო მესამე რაუნდის საუკეთესოდ დასახელდა, აღსანიშნავია ისიც, რომ ერთა თასის ოციფიალურმა გვერდმა ასევე მესამე რაუნდის საუკეთესო მორაგბედ ვასილ ლობჟანიძე გამოარჩია.
ქართველების ცხრიანმა 58 გადაცემა შეასრულა, ერთხელ გაჭრა მეთოქის ხაზი და ბურთით 54 მეტრი იარა, 6 ჯერ შებოჭა მოწინააღმდეგე. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2022 წელს ტიერ 1-ის ორი ნაკრების დამარცხება შეძლეს, რაც ისტორიაში პირველად მოხდა. აქამდე ბორჯღალოსნებს პირველი დონის არცერთი ქვეყანა არ ჰყავდა დამარცხებული.